in

შავი ლომი URC-ში: მსოფლიოს თასის მასპინძელი სტადიონები დადგინდა

პოპულარული სარაგბო გამოცემის RugbyPass-ის ინფორმაციით, ქართული ფრანჩაიზი “შავი ლომი” 2027 წლის სეზონიდან შესაძლოა, გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატში დაუშვან.

URC (გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი) პროფესიული ფრანჩაიზების საერთაშორისო შეჯიბრებაა. მასში უელსის, ირლანდიის, იტალიისა და სამხრეთ აფრიკის ფრანჩაიზები ასპარეზობენ.

აი, რას წერს RugbyPass “შავი ლომის” პერსპექტივაზე.

“ქართული ფრენჩაიზი, “შავი ლომი” URC-ში გაწევრიანების მთავარ კანდიდატად განიხილება, მას შემდეგ, რაც ინგლისის რაგბის კავშირმა ლონდონ აირიშისა და ელინგ თრეილფაინდერსის მოთხოვნა დაბლოკა.

ცნობილია, რომ 2027 წლისთვის უელსის პროფესიული გუნდების რაოდენობა ოთხიდან სამამდე შემცირდება – შესაბამისად, ოსპრისი ან სკარლეტსი, გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატს დატოვებენ. ამასთანავე, URC-ის წარმომადგენლებს სურთ, რომ ტურნირში კვლავ 16 კლუბი მონაწილეობდეს და, სანდო წყაროს ინფორმაციის თანახმად, ყურადღება “შავი ლომისკენ” აქვთ გადატანილი.

“შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის ზედიზედ ოთხჯერ გამარჯვებულია, გუნდმა ჩელენჯ კაპზე შეძლო სკარლეტსისა და ვანის დამარცხება. წლევანდელ სეზონში კი, “შავმა ლომმა” Top 14-ის წარმომადგენელი, მონტობანიც დაამარცხა”.

მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად გამოაცხადა ავსტრალიის იმ ქალაქებისა და სტადიონების სია სადაც 2027 წელს მსოფლიოს თასის მატჩები გაიმართება.

გახსნის მატჩი პერთის სტადიონზე 2027 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ფინალს სიდნეი, სთედიუმ ავსტრალია 2027 წლის 13 ნოემბერს უმასპინძლებს.

“ეს სტადიონები უბრალოდ სათამაშო ადგილები არ არის. ისინი ისტორიის სცენებია, სადაც ვნება და საზოგადოება ერთიანდება რაგბის გლობალური სულისკვეთების აღსანიშნავად. დღეს ავსტრალიაში მოგზაურობის კიდევ ერთი საინტერესო საბაბი გვაქვს და მოუთმენლად ველით მთელი მსოფლიოდან გულშემატკივრების სტუმრობას, რათა განიცადონ ამ ტურნირის მაგია ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში.” – თქვა მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა კრის სტენლიმ.

მატჩების გამართვის დრო და ადგილი 3 თებერვალს გამოცხადდება.

სტადიონები:

ადელაიდა, ადელაიდა ოვალი – 53 000 მაყურებელი
ბრისბენი, ბრისბენ სთედიუმი – 52 500
მელბურნი, დოკლენდს სთედიუმი – 53 000
ნიუკასლი, ნიუკასლ სთედიუმი – 30 000
პერთი, პერთ სთედიუმი – 60 000
სიდნეი, სთედიუმ ავსტრალია – 82 000
სიდნეი, ფუტბოლ სთედიუმი – 42 500
თაუნსვილი, ქუინსლენდ სთედიუმი – 25 000

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტაბატაძეს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს

განახლებული პროგნოზები: ჩემპიონთა ლიგას არსენალი მოიგებს, ევროპა ლიგას – ასტონ ვილა