in

ხვიჩა მალე დაბრუნდება: შიში არ გამართლდა და კვარა პლეი-ოფისთვის მზად იქნება

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ნიუკასლის“ წინააღმდეგ კოჭის ტრავმა მიიღო. მან მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

საბედნიეროდ, ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ და ხვიჩა მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.

სამედიცინო შემოწმებამ კარგი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს. დაზიანებულია კოჭის იოგი.

ფრანგული გამოცემებიც ცხადია დამაიმედებელ ინფორმაციებს ავრცელებენ.

RMC Sport წერს, რომ კვარაცხელიას სავარაუდოდ 20 დღეზე მეტი არ გაუცდება, „პარიზიენმა“ კი ამბობს, რომ მხოლოდ 8-10 დღე.

მოკლედ, შესაძლოა ხვიჩა 8 თებერვალს „მარსელთან“ თამაშისთვის მზად იყოს, აი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრებისთვის კი, რომლებიც 17-18 და 24-25 თებერვალსაა, ნაღდად უნდა იყოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2025 წლის ევროპის ნაკრები: მბაპე, იამალი, ჰოლანდი, პარიზელები…

შტურმმა ევროპა ლიგაზე კიტეიშვილის გოლით მოიგო