ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბოლო ტური საკმაოდ ჩახლართული აღმოჩნდა და ბოლო წუთები დრამატულად წარიმართა. განსაკუთრებული იყო ეს ყველაფერი ლისაბონური გუნდებისთვის.
სათადარიგოთა შორის მყოფი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ 8 საუკეთესო გუნდში ვერ ხვდებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებული დროის მე-5 წუთზე, ანუ 95-ე წუთზე კონტრშეტევაზე გაუტანა ბილბაოს „ატლეტიკს“, ამ გოლით მოიგო და პირდაპირ გავიდა პლეი-ოფში.

პარალელურად ლისაბონში ჟოზე მოურინიოს „ბენფიკა“ თავის ყოფილ კლუბს „რეალს“ უგებდა 3:2, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო 24 გუნდში მოსახვედრად. ასევე კომპენსირებულ დროში, 98-ე წუთზე მადრიდელთა საჯარიმოში უკრაინელი მეკარე ტრუბინი ჩავიდა, თავით გაიტანა და გუნდს საჭირო ანგარიშით მოგება მოუტანა. „რეალი“ კი 8 გუნდიდან გააგდო.

უნდა აღინიშნოს ინგლისური კლუბების დომინაცია. 8 საუკეთესო გუნდში შევიდნენ „არსენალი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“ და „სიტი“. ბრძოლას განაგრძობს „ნიუკასლიც“.
ასევე უნდა ითქვას, რომ 24 გუნდში ვერ მოხვდა იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“, სამაგიეროდ იქაა აზერბაიჯანის „ყარაბაღი“ და თუნდაც ნირვეგიული „ბოდო გლიმტი“.
აიაქსი – ოლიმპიაკოსი 1:2
0:1 მარტინსი (52. ტარემის პასით), 1:1 დოლბერგი (69-პენ), 1:2 ჰესე (79. ჩიკინიოს პასით)
არსენალი – კაირატი 3:2
1:0 დიოკერეში (3. ჰავერტცის პასით), 1:1 ჟორჟინიო (7-პენ), 2:1 ჰავერტცი (15. უაიტის პასით), 3:1 მარტინელი (36. დიოკერეშის პასით), 3:2 რიკარდინიო (90+3. გრომიკოს პასით)
ატლეტიკო – ბოდო გლიმტი 1:2
1:0 სიორლოტი (15. ჰანცკოს პასით), 1:1 სიოვოლდი (35. ბიორკანის პასით), 1:2 ჰოგი (59)
ლივერპული – ყარაბაღი 6:0
1:0 მაკ ალისტერი (15. ვან დეიკის პასით), 2:0 ვირტცი (21. ეკიტიკეს პასით), 3:0 სალაჰი (50. სობოსლაის პასით), 4:0 ეკიტიკე (57), 5:0 მაკ ალისტერი (61), 6:0 კიეზა (90. ვან დაიკის პასით)
ბარსელონა – კოპენჰაგენი 4:1
0:1 დადასონი (4. ელიუნუსის პასით), 1:1 ლევანდოვსკი (48. იამალის პასით), 2:1 იამალი (60. ფერმინ ლოპესის პასით), 3:1 რაფინია (69-პენ), 4:1 რაშფორდი (85)
ბილბაო – სპორტინგი 2:3
1:0 სანსეტი (3), 1:1 დიომანდე (12. მ. არაუხოს პასით), 2:1 გურუსეტა (28), 2:2 ტრინკაო (62), 2:3 ალისონ სანტუში (90+4)
ბენფიკა – რეალი 4:2
0:1 მბაპე (30. ასენსიოს პასით), 1:1 შილდერუპი (36. პავლიდისის პასით), 2:1 პავლიდისი (45+5-პენ), 3:1 შილდერუპი (54. პავლიდისის პასით), 3:2 მბაპე (58. გიულერის პასით), 4:2 ტრუბინი (90+8. აურსნესის პასით)
ბრიუგე – მარსელი 3:0
1:0 დიახონი (4. სტანკოვიჩის პასით), 2:0 ვერმანტი (11. სტანკოვიჩის პასით), 3:0 სტანკოვიჩი (79. ფორბსის პასით)
დორტმუნდი – ინტერი 0:2
0:1 დიმარკო (81), 0:2 დიუფი (90+4. ფრატეზის პასით)
აინტრახტი – ტოტენჰემი 0:2
0:1 კოლო მუანი (47. რომეროს პასით), 0:2 სოლანკე (77)
სიტი – გალათასარაი 2:0
1:0 ჰოლანდი (11. დოკუს პასით), 2:0 შერკი (29. დოკუს პასით)
პსჟ – ნიუკასლი 1:1
1:0 ვიტინია (8. კვარაცხელიას პასით), 1:1 უილოკი (45+2. ბერნის პასით)
მონაკო – იუვენტუსი 0:0
ნაპოლი – ჩელსი 2:3
0:1 ენცო ფერნანდესი (19-პენ), 1:1 ვერგარა (33. ოლივერას პასით), 2:1 ჰოილუნდი (43. ოლივერას პასით), 2:2 ჟოაო პედრო (61. პალმერის პასით), 2:3 ჟოაო პედრო (82. პალმერის პასით)
პაფოსი – სლავია 4:1
1:0 დრაგომირი (17), 1:1 ხალუპეკი (44. დუდერას პასით), 2:1 ბრუნო (53), 3:1 ანდერსონ სილვა (84. ორშიჩის პასით), 4:1 ორშიჩი (87. პილეასის პასით)
პსვ – ბაიერნი 1:2
0:1 მუსიალა (58. კარლის პასით), 1:1 საიბარი (78. ტილის პასით), 1:2 კეინი (84. ლუის დიასის პასით)
იუნიონი – ატალანტა 1:0
1:0 ხალაილი (70. ელ ჰაჯის პასით)
ლევერკუზენი – ვილიარეალი 3:0
1:0 ტილმანი (12), 2:0 ტილმანი (35. შიკის პასით), 3:0 გრიმალდო (57. ლუკასის პასით)
გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმი ითამაშა. შეფასებები: Flashscore – 6.2; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.1.
–
მერვედფინალში პირდაპირ გავიდნენ: „არსენალი“, ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „სიტი “.
მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფს ითამაშებენ: „რეალი“, „ინტერი“, პსჟ, „ნიუკასლი“, „იუვენტუსი“, „ატლეტიკო“, „ატალანტა“, „ბაიერი“, „ბორუსია“, „ოლიმპიაკოსი“, „ბრიუგე“, „გალათასარაი“, „მონაკო“, „ყარაბაღი“, „ბოდო გლიმტი“, „ბენფიკა“.
ტურნირს გამოეთიშნენ: „მარსელი“, „პაფოსი“, „იუნიონი“, პსვ, „ატლეტიკი“, „ნაპოლი“, „კოპენჰაგენი“, „აიაქსი“, „აინტრახტი“, „სლავია“, „ვილიარეალი“ და „კაირატი“.
30 იანვარს გაიმართა პლეო-ოფის წილისყრა, თითოეული გუნდისთვის გარკვეული კონტურები არსებობს.
უკვე არსებობს სავარაუდო წყვილები:
„რეალი“ ან „ინტერი“ – „ბოდო გლიმტი“ ან „ბენფიკა“
პსჟ ან „ნიუკასლი“ – „მონაკო“ ან „ყარაბახი“
„იუვენტუსი“ ან „ატლეტიკო“ – „ბრიუგე“ ან „გალათასარაი“
„ატალანტა“ ან „ბაიერი“ – „ბორუსია“ ან „ოლიმპიაკოსი“
ანუ მე-9 ადგილზე გასული „რეალი“ შეხვდება ბოლო, 24-ე ან 23-ე ადგილზე გასულს და ა.შ.
პირველი მატჩები 17/18 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 24/25 თებერვალს.




GIPHY App Key not set. Please check settings