გიორგი შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა. ეს ზედიზედ მეორე მოგებაა კანარელთათვის და ისინი 4-გუნდიანი ჯგუფის ლიდერები არიან.
ტენერიფელებმა თითქმის უიმედო მატჩი შემოატრიალეს. ესპანური კლუბი იტალიურ ტრიესტესთან მატჩის მე-3 მეოთხედში 16 ქულით მარცხდებოდა, თუმცა, ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა და 84:82 იმარჯვა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:17 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ურუგვაელი ბრუნო ფიტიპალდო იყო, რომელმაც 17 ქულა მოაგროვა.
ლაგუნა ტენერიფე 4 ქულით L ჯგუფის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 4 თებერვალს სტუმრად ესპანურსავე გრან კანარიასთან ჩაატარებს. ჩემპიონთა ლიგის მე-2 ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებმაც პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად განაგრძობენ.



GIPHY App Key not set. Please check settings