ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, საბა საზონოვი, შესაძლოა, “ფიორენტინაში” გადავიდეს.
საქმე ისაა, რომ 23 წლის ცენტრალური მცველი ამჟამინდელ კლუბს, “ტორინოს”, ძალიან უნდა “იების” 26 წლის უკანახაზელის, ლუკა რანიერის გადაბირება და ამ მიზნის მისაღწევად მზად არის, რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს.
როგორც იტალიური გამოცემა წერს, თუ “ტორინო” ფეხბურთელის სანაცვლოდ 8-10 მილიონ ევროს არ გადაიხდის, მაშინ ადვილი შესაძლებელია, საქმე მიდგეს გაცვლაზე და ტურინიდან ფლორენციაში აღმოჩნდეს კრისტიანო ბირაგი ან საზონოვი.
შეგახსენებთ, რომ საბა ახალი კლუბის ძიებაშია, რადგან “ტორინოში” სათამაშო პრაქტიკა აკლია. ეს მართლაც საკვირველია იმ ფონზე, თუ როგორ გამოიყურება ტურინელთა დაცვა მიმდინარე სეზონში…
lelo.ge


GIPHY App Key not set. Please check settings