in ,

ხვიჩას ძირითადი გარანტირებული აქვს: ლუის ენრიკემ ოღონდ ლიგა მოვიგოთ და თუნდაც ვერ მოვიგოთო

პსჟ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-8 ტურში დღეს შინ „ნიუკასლს“ ეთამაშება და თუ მოუგო პირდაპირ გავა მერვედფინალში.

ლუის ენრიკემ ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ლიგას ისევ თუ მოიგებს, თანახმაა გზა კვლავ პლეი-ოფით გაიაროს, მაგრამ რა თქმა უნდა ზედმეტი ხათაბალა არ სჭირდება.

ლუის ენრიკე:

„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული მნიშვნელობის ტურნირია. ამ ეტაპზე მიზანი საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრაა, რისთვისაც ძლიერ მეტოქეს უნდა ვაჯობოთ. ისინი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, ფიზიკურად ძლიერები არიან და ინდივიდუალურად გამორჩეული არაერთი მოთამაშეც ჰყავთ. ვიცით, რამდენად რთული მატჩი გველოდება.
ჩვენი საბოლოო მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში განსაკუთრებული სტიმულია, ამიტომ ფეხბურთელების დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის.

მატჩს ძალიან კარგი განწყობით ვხვდებით. წარმოუდგენელი გუნდი ვართ და ამის დამტკიცებას კიდევ ერთხელ ვაპირებთ“

მხოლოდ 10 გოლი გავიტანეთ, მაგრამ ეს არ მაღელვებს, ადვილი მატჩები არ გვქონია. თუ „ნიუკასლს“ მოვუგებთ, მეექვსე ან მეშვიდე ადგილს დავიკავებთ, თუმცა თუ მეტყვიან, რომ ფრედ ვითამაშებთ ან წავაგებთ და შემდეგ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, მაშინვე დავთანხმდები, რადგან ესაა მთავარი მიზანი. ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფებიდან იწყება“.

პარიზელებს კარგი ამბები აქვთ. ვარჯიში განაახლეს ფაბიან რუისმა, ჟოაო ნევეშმა, ნუნო მენდეშმა, კანგ-ინ ლიმ და მატვეი საფონოვმა. ინდივიდუალურად ემზადება კენტენ ნჯანტუ.

„პარიზიენი“ წერს, რომ უსმან დემბელეს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას. მოგება „ნიუკასლისთვისაც” აუცილებელია, ამიტომ შეტევაზე ფიქრიც მოუწევს, კონტრიერიშებზე კი პსჟ-ს ბარკოლა გამოადგება და ალბათ ისიც სასტარტოში იქნება.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე.

ტურის ყველა მატჩი თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორაშვილზე სელტა ფიქრობს

სანდრო და გოგა შეიძლება გუნდელები გახდნენ