ზურიკო დავითაშვილი დაბრუნდა და ტრავმის შემდეგ „სენტ ეტიენში“ სრული დატვირთვით ივარჯიშა. მან ტრავმის გამო ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა.
„სენტ ეტიენს“ შაბათს „ბულონთან“ მნიშვნელოვანი თამაში ელოდება.
ამ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის დაბრუნება უკვე მოსალოდნელია.
ზურიკომ მიმდინარე სეზონის 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ამავდროულად, თურქული „ტრაბზონსპორი” ისევ არ ეშვება ქართველ ფეხბურთელს. მათი პირველი წინადადება ფრანგებმა უარყვეს. ამჯერად, „ტრაბზონი” უფრო სოლიდურ შეთავაზებას ამზადებს.
ცოტა ხნის წინ კი დაიწერა, რომ დავითაშვილმა გუნდს უთხრა, რომ სეზონის ბოლომდე დაჩებოდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში მოვლენები ელვისებურად იცვლება ხოლმე.
„სენტ ეტიენი“ 20 ტურის შემდეგ ლიგა 2-ში 34 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „ტრუას“ 7, მეორე ადგილზე მყოფ „რედ სტარს“ კი 2 ქულით ჩამორჩება.



GIPHY App Key not set. Please check settings