in

ცოლმა მითხრა, რომ უნდა დამერეკა: როგორ დაპატიჟა ნაწყენმა სანიოლმა ზიდანი ქორწილში

ზინედინ ზიდანს, ისევე როგორც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, შეეძლო ფრანგი ხალხის დიდების მწვერვალზე აყვანა. ყველაფერი კარგად დაიწყო: 2006 წლის მუნდიალის ფინალში იტალიის წინააღმდეგ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა პანენკათი პენალტი გაიტანა. თუმცა, მარკო მატერაცის წინააღმდეგ მისმა აფეთქებამ მატჩის ბედი შეცვალა. გააკეთა ის, რისი პატიებაც მის ერთ-ერთ თანაგუნდელს დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა. ეს ერთ-ერთი თანაგუნდელი კი საქართველოს ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი ვილი სანიოლია.

2006 წლის მსოფლიო პირველობის ბერლინული ფინალი და სანიოლის ემოციები le10sport-მა გაიხსენა.

გარკვეული წყენა მქონდა. პირში ცუდი გემო

შედეგი? ზიდანი გააძევეს. მარჯვენა მცველმა მატჩი დაასრულა და ბუფონს მატჩის სედგომი პენალტიც კი გაუტანა. თუმცა, საფრანგეთი მაინც დამარცხდა იტალიასთან (1:1, პენალტებით 3:5). ეს რთული მომენტი იყო სანიოლისთვის, რომელსაც ზიდანის მიმართ წყენა ჰქონდა, რაც მან 2019 წელს RMC-ის გადაცემა “La Boîte à Souvenirs”-ში აღიარა.
„მომხდარის შემდეგ, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, საკმაოდ გულნატკენი ვიყავით. ყველამ ასე თუ ისე გამოვხატეთ ეს. ჩემი ხასიათის გამო, მერჩივნა ეს ჩემთვის შემენახა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული წყენა არ მქონდა. უსიამოვნო გემო პირში“.

ცოლმა მითხრა, რომ მაინც უნდა დამერეკა მისთვის

2008 წლის ზაფხულში, ვილი სანიოლმა ტელეფონი აიღო, რათა ცოლის დაჟინებული თხოვნით ზიდანისთვის ქორწილში მოწვევა გაეგზავნა. მათ ორი წელი ურთიერთობა აღარ ჰქონიათ.

„ქორწილის სამზადისის დროს, ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ მაინც უნდა დამერეკა და მეკითხა, სურდა თუ არა მოსვლა. რადგან ეს უბრალოდ ფეხბურთია, თუნდაც ოცნება, რომელიც გაქრა. შეტყობინება გავუგზავნე და ისიც დამთანხმდა. სასიამოვნო იყო, რომ ქორწილში მეგობარი გვერდით მყავდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა და პსჟ ნიუკასლს მოუგებენ და პლეი-ოფში გავლენ