“ბარსელონას” თორნიკე შენგელიამ ევროლიგის წინა ტურში „ვილერბანთან“ 22 ქულა ჩააგდო (98:91), რაც ისტორიული შედეგი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ქართველმა ჯამში 3778 ქულა ჩააგდო და ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში შევიდა. ბუნებრივია, ეს ზღვარი არ არის და შენგელია მიღწევას ჯერ კიდევ ბევრჯერ გააუმჯობესებს.
ევროლიგის საუკეთესო ბომბარდირები:
მაიკ ჯეიმსი: 5675 ქულა
ნანდო დე კოლო: 5065
ვასილის სპანულისი: 4455
ნიკოლა მიროტიჩი: 4342
კოსტას სლუკასი: 4274
სერხიო ლული: 4263
იან ვესელი: 4235
ხუნ კარლოს ნავარო: 4152
შეინ ლარკინი: 3817
თორნიკე შენგელია: 3778


GIPHY App Key not set. Please check settings