in

ლუკა ლაცაბიძეც შეიძლება კადისში გადავიდეს

21 წლის ქართველი მცველი ლუკა ლაცაბიძე შესაძლოა ესპანურ „კადისში“ აღმოჩნდეს. ოღონდ, ჯერ საუბარია ნახევარწლიან იჯარაზე.
ამაზე სატრანსფერო ექსპერტი რუდი გალეტი წერს.

ლაცაბიძე 2024 წელს დონეცკის “შახტარში” გადავიდა, საიდანაც ჯერ ოდესის “ჩერნომორეცში” გაანათხოვრეს, მერე კი იჯარით თბილისის “დინამოში” დააბრუნეს.
კონტრაქტით ისევ დონეცკურ გუნდს ეკუთვნის.
ამჟამად უკრაინულ კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Transfermarkt-ის მიხედვით ლაცაბიძის სატრანსფერო ფასი 600 ათასი ევროა.

მოგეხსენებათ, “კადისში” თამაშობს იური ტაბატაძე, რომელმაც წინა კვირაში ტრავმა მიიღო და კარგა ხანს ვერ ითამაშებს. თავად გუნდი კი ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფროზინონემ კვერნაძის ლამაზი გოლით მოიგო: გიორგი MVP გახდა

ველოდებით მეტოქეებს: უეფამ ერთა ლიგის წილისყრა დაამტკიცა – 12-ში წილისყრა, 13-ში მატჩების განრიგი