in

არის ინტერესი ტოპ-5 ლიგიდან, რუსეTში დაბრუნებას არ განვიხილავთ: საზონოვის მამა

ყველა მოუთმენლად ველით სიახლეებს საბა საზონოვის მომავალთან დაკავშირებით. Sport24-მა საბას მამას, ანდრეი საზონოვს სთხოვა კომენტარი.

“ძალიან რეალურია, რომ საბამ გუნდი შეიცვალოს. ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დროს “ტორინომ” შესანიშნავი შეთავაზება მიიღო “ხეტაფესგან”, მაგრამ ტრანსფერი ბოლო წამს იმის გამო ჩაიშალა, რომ იტალიურმა კლუბმა საბას მონაცემები არასწორი ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა.

თუ ამჯერად “ტორინოში” მსგავსი რამ არ შეეშლებათ, ტრანსფერი შეიძლება განხორციელდეს. არის ვარიანტები ევროპის ტოპ-5 ლიგიდან. იყო ინტერესი რუსეთიდანაც, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ რუსულ პრემიერლიგაში დაბრუნებას”, – თქვა ანდრეი საზონოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის ცენტრალური მცველი “ტორინომ” ცოტა ხნის წინ ტრანსფერზე დააყენა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიუკასლმა ვახტანგ სალიას შენარჩუნება გადაწყვიტა

რა ხდება გერმანიაში: ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა, გოჩოლეიშვილ იარ ათამაშეს, ბუდუ ვერ ითამაშებს