NBA-ის მორიგ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რაპტორსმა” “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” დაამარცხა – 110:98. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ქართველი კალათბურთელი გახდა.
სანდრომ თამაში სასტარტო ხუთეულში, ცენტრის პოზიციაზე დაიწყო და 35 წუთი ითამაშა. ამ დროში 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მამუს ანგარიშზე 6-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და 9-დან 6 ორქულიანია.
“ტორონტო” 28 მოგებითა და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 26 იანვარს “ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.



GIPHY App Key not set. Please check settings