in

ხვიჩას ბრწყინვალე პასი და პსჟ-მ ასე მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „ოსერს“ შეხვდა და ერთადერთი ბურთით დაამარცხა – 1:0.

ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.

პარიზელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა „ოსერის“ მეკარე საიმედოდ თამაშობდა.
მატჩის მსვლელობა სწორედ კვარაცხელიამ შეცვალა: ბრწყინვალე პასი გააკეთა.

79-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი საკუთარ მოედანზე მიიღო და სწრაფი შეტევა წამოიწყო. მოედნის ცენტრში დემბელეს ზუსტად დაასვა ფეხზე ბურთი, რომელმაც ბარკოლა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და გამარჯვების გოლიც გავიდა.

ხვიჩას დასაწყისშივე შეეძლო გატანა, როცა შესანიშნავი რეიდის შემდეგ მარჯვენათი დაარტყა და მცველმა დაუფარა.
კიდევ იყო ერთი ეპიზოდი, როცა საჯარიმოში შექმნილი ქაოსის დროს კვარა ახლოდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია.

შეფასებები: Flashscore – 7.2; Sofascore – 6.9; Whoscored – 6.9.

ოსერი – პსჟ 0:1
გოლი: ბარკოლა (79)

19 ტურის შემდეგ პსჟ-ს 45 ქულა აქვს და ლიდერ „ლანსს“ (43) გადაასწრო, თუმცა მას თავისი მატჩი „მარსელთან“ ჯერ სათამაშო აქვს.

პსჟ მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, შინ ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 22 ქულა და ბარსელონამ საფრანგეთში ვილერბანს მოუგო

მამუ საუკეთესოა: ყველაზე შედეგიანი სანდრო გახდა – 35 წუთი, 22 ქულა და მოგება პორტლენდთან