ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ევროპის ლიგის მე-7 ტურში როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და დამარცხდა – 0:3.
მამაგეიშვილი საევროპო განაცხადში არ არის, რადგანის შემოდგომაზე შედგა და მხოლოდ პლეი-ოფიდან ექნება თამაშის უფლება. თუმცა იქ „შტურმი“ ფაქტობრივად ვეღარ მოხვდება.
კიტეიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. ის ერთ-ერთი იშვიათი იყო, რომელმაც გოლის გატანა სცადა.
შეფასებებიც შედარებით კარგი მიიღო: sofascore – 7.3, whoscored – 7.2, flashscore – 7.1.


ფეიენოორდი – შტურმი 3:0
გოლები: 1:0 ვატანაბე (5), 2:0 ხაჯი მუსა (68), 3:0 ბორჟეში (90)
7 ტურის შემდეგ „შტურმს“ მხოლოდ 4 ქულა აქვს, 30-ე ადგილზეა და პლეი-ოფში ალბათ ვერ გავა.
ისე მომდევნო შეხვედრა 30 იანვარს შინ უწევს „ბრანთან“.



GIPHY App Key not set. Please check settings