ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში 34 ქულით მესამე ადგილზეა და ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის იბრძვის. გუნდი ემზადება „რეიმსთან“ (24 იანვარი) დაპირისპირებისთვის, რომელიც 32 ქულით მეხუთე ადგილზეა და შესაძლოა, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის სეზონში გარდამტეხი მომენტი იყოს.
„ზოგიერთი ტრავმირებული ფეხბურთელი დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, „რეიმსთან“ შეხვედრაში „სენტ-ეტიენს“ მეტოქესთან გამკლავება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშის გარეშე მოუწევს.
რამდენიმე კვირას გამოტოვებენ ტრავმირებული მაქსიმ ბერნაუერი და ლასანა ტრაორე, გუნდში ასევე არ არის ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ ის მოედანს ორშაბათს დაუბრუნდება“, – განაცხადა „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings