in

შოუ იუნაიტედზე: მანჩესტერის შესახებ სერიალს გადაიღებენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ შეუთანხმდა საკუთარი ისტორიის შესახებ სერიალის გადაღებას.

დიდი კლუბის შესახებ შოუს Lionsgate გადაიღებს.

„Athletic“ იუწყება, რომ მანკუნიანელებმა ამერიკულ კინო და ტელეკომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს სერიალის გადასაღებად, რომელიც კლუბის ხანგრძლივ ისტორიას დრამატულ ფორმატში მოგვითხრობს. საორიენტაციოდ აღებულია სერიალი „გვირგვინი“ , რომელიც დედოფალ ელიზაბეტ II-ს ეძღვნება.

ტელეშოუს გადაღება საწყის ეტაპზეა. ჯერ არ არსებობს სცენარი ან სტრიმინგ სერვისებთან შეთანხმება.
სერიალის გადაღების შემთხვევაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ გარანტირებულად მიიღებს რამდენიმე მილიონ ფუნტს, ხოლო ჰონორარები კლუბსა და Lionsgate-ს შორის გაიყოფა.

გარიგებაში მონაწილეობდა რეჟისორი და სცენარისტი ჯედ მერკურიო („პირადი მცველი“, სერიალი „სამსახურეობრივი მოვალეობა“), რომელიც „იუნაიტედის“ დიდი ხნის გულშემატკივარია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძემ მარტო პირველი ტაიმი ითამაშა, უოტფორდმა ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო

ფიფას ეშინია, რომ რუსეთის გარიყვის გამო არჩევანი არ ექნება და აშშ-ს დასჯაც მოუწევს: ტრამპი და გრენლანდია ფეხბურთს გადმოსწვდა