in

ევროპა წაგებით გავხსენით: ფუტსალის საქართველომ ლატვიასთან 0:4 წააგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი: 0:4 ლატვიასთან.

პირველივე წუთებზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, მცველი შოთა თოფურია დაშავდა, ლატვიელებმა კი ანგარიში სწრაფად გახსნეს, უკვე მე-3 წუთზე.

ამის შემდეგ საქართველო უპირატესობას ფლობდა და შანსიც არაერთი ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა არ გამოვიდა.
უნდა ითქვას, რომ ჯამში ლატვიელთა მეკარეს რაინერს მურნიეკსს 18 მოგერიება დაუგროვდა.

მეორე ნახევარში ჩვენებმა კიდევ უფრო შეუტიეს, მაგრამ მომენტების რეალიზება ამჯერადაც ვერ მოახერხეს. ლატვიამ კი უპირატესობა სოლიდურად გაზარდა.

მომდევნო მატჩს საქართველო 25 იანვარს ხორვატიასთან ჩაატარებს.

ჩვენს ჯგუფში საფრანგეთისა და ხორვატიის შეხვედრა 2:2 დასრულდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა აშშ-ს მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტით ემუქრება: მიზეზი ტრამპის გრენლანდიური ამბიციაა

საქართველომ თურქეთი დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება