in

რატომ არის ნიდერლანდებთან დღევანდელი მატჩი მნიშვნელოვანი: საქართველო მესამესთვის იომებს

ხელბურთში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს დღეს, 21 იანვარს, 21:00 საათზე ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენმა გუნდმაც და მისმა მეტოქემაც პირველი ორი შეხვედრა წააგეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივემ დაკარგა. შესაბამისად, გამოდის, რომ დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, მხოლოდ პრესტიჟის ამბავია, თუმცა ასეც არ არის საქმე და დღეს გამარჯვებას დიდი ფასი ადევს.

რაშია საქმე?

საქართველო-ნიდერლანდების მატჩის შედეგს მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფისთვის აქვს მნიშვნელობა.

2027 წლის იანვარში გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპიდან ფინალური ეტაპის საგზურები გერმანიას (მასპინძელი) და დანიას (მსოფლიოს ჩემპიონი) უკვე აქვთ. კიდევ 10 ვაკანტური ადგილისთვის ბრძოლა გასულ ოქტომბერს დაიწყო და მეორე შესარჩევი რაუნდის (პლეი ოფი) მონაწილე 15 გუნდი ცნობილია. მეთექვსმეტე ნაკრების ვინაობა კი დღეს საღამოს გაირკვევა: ეს იქნება ან საქართველო ან ნიდერლანდები, ოღონდ წაგებული.

მეორე რაუნდის 16 გუნდი 8 საუკეთესოს გამოსავლენად 18-19 და 21-22 მარტს ითამაშებს: ბოსნია/ჰერცეგოვინა – კოსოვო, უკრაინა – სლოვაკეთი, პოლონეთი – ლატვია, საბერძნეთი – ბელგია, E ჯგუფის მე-4 ადგილოსანი – ისრაელი, სერბეთი – ლიეტუვა, თურქეთი – რუმინეთი, ფინეთი – მონტენეგრო.

ამათში გამარჯვებულ 8 გუნდს მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატიდან 12 გუნდი დაემატება (მატჩები 13-14 მაისსა და 16-17 მაისს გაიმართება). იმედია, მათ შორის იქნება საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც საამისოდ დღეს აუცილებლად უნდა მოუგოს ნიდერლანდელებს (ფრე მეტოქეს აწყობს).
მოკლედ, თუ მოვიგეთ და მესამე ადგილზე გავედით, მოვხვდებით ეგრევე მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში, ხოლო თუ ვერ მოვიგეთ, მაშინ ჯერ ისრაელთან მოგვიწევს დაჯახება. პირდაპირ ჯობია!

მერე დარჩება 20 გუნდი და მათგან 10 წავა მსოფლიოზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ სეზონის ბოლომდე დავრჩებიო

ევროპა აშშ-ს მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტით ემუქრება: მიზეზი ტრამპის გრენლანდიური ამბიციაა