თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგაზე „დუბაის“ უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში მინიმალურად მოუგო – 91:89.
ეს კატალონიელების მე-15 გამარჯვებაა 23 მატჩჩი.
საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე შენგელიამ ორქულიანით მასპინძლები 87:85 დააწინაურა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 21 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა.
გამარჯვების ორქულიანი 2 წამით ადრე დარიო ბრისუელამ ჩააგდო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მის ანგარიშზე 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმოა.
„ბარსელონა“ 23 იანვარს ისევ ევროლიგაზე ითამაშებს, „ლიონთან“.

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი ჩეხეთის „ნიმბურკთან“ გამარჯვებით გახსნა – 104:80.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ესპანურმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა.
შერმადინის სტატისტიკა ასეთია: 20 წუთი, 3 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება.
„ტენერიფეს“ მომდევნო მატჩი ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ბარსელონასთან“ აქვს.



GIPHY App Key not set. Please check settings