in

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა და აიაქსთან რევანში არ გამოვიდა

გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში შინ ამსტერდამის “აიაქსს” შეხვდა და დამარცხდა – 1:2. ქართველი თავდამსხმელი ძირითადში არ ყოფილა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.

ტურნირის ორი აუტსაიდერის შეხვედრაში სტუმრებმა მეორე ტაიმში ივარგეს, ბოლოს იღბალიც მათკენ დადგა, ხოლო ესპანურმა გუნდმა კიდევ ერთხელ „დაამტკიცა“, რომ წლევანდელი ლიგა მისთვის არაა. არ გამოუვიდა მცირე რევანში ქართველ ფეხბურთელსაც, რომელიც „აიაქსიდან“ თავის დროზე იმედგაცრუებული წამოვიდა.

მიქაუტაძის შეფასებები: Flashscore – 6.1, Sofascore – 6.7, Whoscored – 6.1

ვილიარეალი – აიაქსი 1:2
გოლები: 1:0 ოლუვასეი (46) 1:1 გლუხი (61), 1:2 ედვარდსენი (90).

“ვილიარეალი” 1 ქულით 35-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 29 იანვარს, ლევერკუზენში “ბაიერთან” ჩაატარებს, იქამდე კი 25 იანვარს შიდა ჩემპიონატში “რეალს” უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა შევიდა და ულამაზესი გოლი გაიტანა: კვარას გარეშე პსჟ ვერ იყო – ქოჩორა დასამშვიდობებლად შეუშვეს

შენგელიას 24 წუთი, 11 ქულა და ბარსას 2 წამით ადრე მოგებული თამაში: შერმადინმა უფრო მარტივად მოიგო