in

მექვაბიშვილმა მოგებით განაახლა, ალთუნაშვილმა ისრაელი დაიწყო, აზაროვი ჯერ ისევ შახტარშია: ლეგიონერები

ნოდარ ლომინაძის „ეშტორილმა“ პორტუგალიის ჩემპიონატში სტუმრად დიდი ანგარიშით მოიგო: „ეშტრელას“ 5:0 აჯობა. ჩვენიანი შეცვლაზე შევიდა, 77-ე წუთზე.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერ „ომონიას“ შეხვდა სტუმრად და წააგო – 0:2.

გიორგი ქვილითაიამ შეცვლაზე ითამაშა ლიმასოლის „არისში“, რომელმაც ასევე სტუმრად ახნას „ეთნიკოსს“ მოუგო – 3:0.

სეზონი განახლდა რუმინეთში და 22-ე ტურში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ გასვლაზე „პეტროლულს“ ულაპარაკოდ აჯობა – 4:0.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 65-ე წუთზე შეცვალეს. კრაიოველები 22 ტურის შემდეგ 43 ქულით ლიდერები არიან.

სანდრო ალთუნაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ჰაიფას „ჰაპოელში“, რომელიც ისრაელის ჩემპიონატში „კირიათ შმონას“ ესტუმრა და დამარცხდა – 1:3.
28 წლის ქართველი ნახევარმცველი 63-ე წუთზე შევიდა.

ირაკლი აზაროვმა, დონეცკის „შახტარიდან“ დაანონსებული წასვლის მიუხედავად, მზადება კვლავ უკრაინულ კლუბთან ერთად დაიწყო.
„შახტარი“ ანთალიაში გაემგზავრა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო არ შეცვლილა: ფიფას რეიტინგში ისევ 73-ზე

შეხვდება ხვიჩა ქოჩორას: მიქაუტაძემ ყოფილს უნდა ანანოს… დღეს ლიგაზე ქართველების თამაშებია