ქართველი მოთხილამურეები – ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენმება – ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ.
წიკლაურისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.
ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს ისპარეზებს, სოსო ჯაფარიძე – 13-16 თებერვალს.
რამდენიმე დღის წინ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი – ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings