in ,

საქართველო არის დებიუტანტი, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ: UEFA

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გუნდს უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია მიუძღვნა და დაწერა, რომ საქართველოს ნაკრები ის დებიუტანტია, რომელსაც ამ ტურნირზე აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ.

”4 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი დებიუტანტი საფრანგეთი გახლდათ, რომელიც ჯგუფში ესპანეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იყო. თუმცა ისინი წელს ჩემპიონატზე არ იქნებიან, რადგან შესარჩევ ეტაპზე საქართველოსთან დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრები შეიძლება გახდეს დებიუტანტი, რომელიც ყურადღებას მიიქცევს. გუნდში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: გამოცდილი მეკარე ზვიად კუპატაძე, ელისანდრო, ასევე რონინიო, თალესი, არჩილ სებისკვერაძე და ახლახან გამოძახებული ვილიანი”, – წერია სტატიაში.

საქართველოს ნაკრები ევროპის ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი მეტოქეები:ესპანეთი, აზერბაიჯანი და ბოსნია-ჰერცოგოვინა იქნებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე?

კიდევ ორი ლიცენზია ოლიმპიადაზე