საქართველოს ნაკრებმა ხელბურთში ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელ და ამავდროულად ტურნირის ფავორიტ შვედეთთან გამართა და დამარცხდა – 29:38.
მსოფლიოსა ოთხგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონთან თამაში საქართველომ კარგად დაიწყო, ერთ მომენტში ორი ბურთითაც იგებდა, მაგრამ დაახლოებით 20-ე წუთიდან, როცა ანგარიში გათანაბრდა (11:11), უპირატესობა მასპინძლებმა აიღეს, სამი ბურთით გავიდნენ წინ, პირველი ტაიმი ხუთბურთიანი სხვაობით მოიგეს და შესვენების შემდეგაც ასევე გააგრძელეს.


შესვენების შემდეგ ერეკლე არსენაშვილმა ტრავმა მიიღო.
ჩვენგან საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც 11 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც ის დაასახელეს.

საქართველო – შვედეთი 29:38 (15:20)
საქართველო: ცინცაძე, ნიქაბაძე, რუხაძე, ცხოვრებაძე (11), კალანდაძე (5), კბილაშვილი (4), დიხამინჯია (3), რუსტამოვი (3), ლაპიაშვილი (1), გავაშელიშვილი (1), არეშიძე (1), ხელისუფალი, ხარებაშვილი, არსენაშვილი, გოგავა, გრიშიკაშვილი
მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 21 იანვარს ასევე უქულო ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში 21:00 საათზე დაიწყება.
ჩვენს ჯგუფში ხორვატიამ ნიდერლანდები დაამარცხა – 35:29.



GIPHY App Key not set. Please check settings