ლუკა ლოჩოშვილმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა მეორე ბუნდესლიგაში, მისმა „ნიურნბერგმა“ კი მე-18 ტურის დაძაბულ შეხვედრაში მეორე ადგილზე მყოფ„ელვერსბერგს“ მოუგო – 3:2.
ქართველი მცველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.
მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
შეფასებები: Flashscore – 8.4 (საუკეთესო), whoscored – 8.1, sofascore – 7.9.
სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ, მასპინძლებმა ორჯერ გაათანაბრეს და წამატებულ დროში გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

Jubel Freude nach gehaltenem Elfmeter – Jan Reichert (1, 1. FC Nürnberg / FCN ) und Mannschaft / Team freuen sich nachdem er den Elfmeter von Otto Stange (9, SV Elversberg ) gehalten hat
ნიურნბერგი – ელვერსბერგი 3:2
გოლები: 0:1 ციმერშიდი (39), 1:1 იუსტვანი (56), 1:2 მალანგა (66), 2:2 სკობელი (71), 3:2 სკობელი (90+3)
„ნიურნბერგმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულით მე-8 ადგილზეა და 23 იანვარს სტუმრად „დარმშტადტს“ შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings