ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ შემადგენლობაში დაბრუნდა. მისმა გუნდმა 27-ე ტურში კონკურენტ „მილუოლს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 0:2.
ასე შეწყდა „უოტფორდის“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია – 5 მოგება და 2 ფრე.
ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მუდმივად ცდილობდა გამწვავებას და სახიფათო მომენტების შექმნას.
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო.
შეფასებები: Flashscore – 6.6; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.5.
უოტფორდი – მილუოლი 0:2
გოლები: 0:1 აზიზი (70), 0:2 კობერნი (81)
„უოტფორდი“ 41 ქულით ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა და 21 იანვარს „პორტსმუთს“ უმასპინძლებს.




GIPHY App Key not set. Please check settings