გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ბეტისს“ ესტუმრა და დამარცხდა – 0:2.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. მას გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია.
შემდეგ პარტნიორი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ დარტყმა მცველმა დაბლოკა.
შეფასებები: Flashscore – 6.2; Sofascore – 6.4; Whoscored – 6.2.


ბეტისი – ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 რუბიალი (57), 2:0 ფორნალსი (83)
გაძევება: კომესანია (76, ვილიარეალი)
„ვილიარეალი“ 41 ქულით მე-3 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე, შინ “აიაქსთან” გამართავს, ხოლო ლა ლიგაში 24 იანვარს შინ თვით მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings