ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში საკუთარ მოედანზე „ლილი“ დაამარცხა – 3:0.
ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო და მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე ბარკოლათი შეცვალეს.
ერთ ეპიზოდში კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, ორ მცველს გასცდა, მაგრამ მესამემ დარტყმის საშუალება არ მისცა.
ხვიჩა კარგი იყო რამდენიმე ეპიზოდში, თუმცა ეს მისი საუკეთსო შეხვედრა არ ყოფილა.
შეფასებები: Flashscore – 6.6; Sofascore – 6.8; Whoscored – 6.6.
უნდა აღინიშნოს დემბელეს მეორე გოლი, როდესაც სამ მცველს შორის მოქცეულმა ბურთი ოსტატურად შეინარჩუნა, მცველებიც აპანპულავა და მეკარეს კიდევ საჯარიმოს ხაზიდან ბურთი თავზე ისე გადაუგდო, უფრო კალათბურთის ფარში რომ აგდებენ.

პსჟ – ლილი 3:0
გოლები: 1:0 დემბელე (13), 2:0 დემბელე (64), 3:0 ბარლოლა (90+3)
პსჟ 42 ქულით ჯერჯერობით ლიდერია („ლანსის“ თამაშამდე) და მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს სტუმრად ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ გამართავს.



GIPHY App Key not set. Please check settings