in

ეს არის ტაბატაძის ის თვისებები, რომელიც გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს

ესპანურმა Marca-მ თბილი წერილი უძღვნა “კადისის” ქართველ “ვინგერს”, იური ტაბატაძეს, ვინც მოკლე ხანში ჩამოყალიბდა კლუბის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად.

“მიმდინარე სეზონში იური ტაბატაძემ “კადისის” მთავარი “აღმოჩენის” სტატუსი დაიბევა. ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. ის 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ეს არის ფეხბურთელი, ვისაც შეუძლია თამაშების შემოტრიალება.

უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა გაისკა გარიტანოს გუნდისთვის. ტაბატაძის ფიზიკური მონაცემები, დარტყმის ტექნიკა და დრიბლინგი – ეს ის თვისებებია, რომლებიც “კადისის” ქომაგების აღფრთოვანებას იწვევს.

ამას გარდა, მის თამაშს აღმაფრთოვანებელს ხდის განსაკუთრებული ეფექტურობა თამაშის ბოლო წუთებში. ის შესანიშნავად თამაშობს წნეხის ქვეშ და ამაზე მეტყველებს ის, რომ 6 გოლიდან 5 – სათადარიგოთა სკამიდან შესვლის შემდეგ გაიტანა. არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი – თუ ტაბატაძეს გააქვს, “კადისი” არ აგებს.

ქართველი ფეხბურთელის ფეთქებადი ხასიათი განსაკუთრებით თავს იჩენს თამაშის ბოლო მონაკვეთში. მისი ყველა გოლი 70-ე წუთის მერეა გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ იმდენ დროს ვერ იღებს, რამდენიც თავად სურს, ფაქტია – ის გუნდის საუკეთესო მეგოლეა”, – წერს Marca.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილიარეალს შევეგუე, აქ თამაში მსიამოვნებს

უბრალოდ მიხარია, რომ აქ ვარ: შტურმის ინტერვიუ მამაგეიშვილთან დაბადების დღეზე