in

დებიუტი ბარსელონასთან: გულიაშვილი ძირითადში იყო და 60 წუთი ითამაშა

გიორგი გულიაშვილმა ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ითამაშა და თანაც ეგრევე თვით „ბარსელონასთან“. მისი „რასინგი“ ესპანეთის თასის 1/8 ფინალში შეხვდა გრანდ მეტოქეს და ბრძოლაში დამარცხდა – 0:2.

გულიაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე, შეცვალეს.

ქართველ ფეხბურთელს პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მისი შორეული დარტყმა მეკარის ნადავლი გახდა.
პირველი ტაიმის დასასრულს არანას კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა.
გიორგი მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, აქტიურიც იყო, ბევრს მოძრაობდა, იხსნებოდა…

გულიაშვილის შეფასებები: sofascore – 6.3, flashscore – 6.1.

სხვათა შორის, მსაჯმა “რასინგის” ორი გოლი გააუქმა ოფსაიდის გამო, 77-ე და 86-ე წუთებზე.

რასინგი – ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ფერან ტორესი (66), 0:2 იამალი (90+5)

„რასინგი“ 18 იანვარს „ლას პალმასს“ უმასპინძლებს, თუმცა ამ მატჩში გულიაშვილი ვერ ითამაშებს, რადგან ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაცია გადაჰყვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესეც ისტორია: ბერულავა და მეტელკინა ევროპის ჩემპიონები არიან

ვილიარეალს შევეგუე, აქ თამაში მსიამოვნებს