წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა – 7:18.
ჩვენგან 2-2 გოლი ანდრია ბითაძემ და ნიკა შუშიაშვილმა გაიტანეს, თითო სტეფან პიეშივაცმა, ანდრია ვლაჰოვიჩმა და მეკარე ირაკლი რაზმაძემ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე (მეკარე, 1 გოლი), ანდრო ბითაძე (2 გოლი), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ვლაჰოვიჩი (1), სტეფან პიეშივაცი (1), დუშან ვასიჩი, იოვან სარიჩი, ვატო დადვანი, საბა ტყეშელაშვილი, სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველკო ტანკოსიჩი, გიორგი გვეტაძე (მეკარე).
საქართველოს ნაკრები უქულოდაა და 15 იანვარს, ჯგუფიდან გამსვლელ გადამწყვეტ მატჩში სლოვენიას შეხვდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი აგრეთვე მსოფლიოს 2027 წლის და ევროპის 2028 წლის პირველობის შესარჩევი ტურნირიცაა.


GIPHY App Key not set. Please check settings