in

უარი 10.5 მილიონს: სენტ ეტიენმა ზურიკო ოლიმპიაკოსს არ დაუთმო 

ლიგა 2-ის „სენტ-ეტიენი“ ზურიკო დავითაშვილის გაყიდვისგან თავს იკავებს. გუნდს სოლიდური წინადადებით მიმართეს, რაზეც ბერძნულ მედიაში გავრცელებული ცნობაც მეტყველებს, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა ბერძნული გრანდის შეთავაზება დაბლოკა – ინფორმაციას Hellas Football-ი ავრცელებს.

„პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ „სენტ-ეტიენს“ 10.5 მილიონი ევრო შესთავაზა, პლუს 3 მილიონი ევრო ბონუსების სახით ქართველი ვინგერის, ზურიკო დავითაშვილის სანაცვლოდ. მაგრამ ლიგა 2-ის გუნდმა საბერძნეთის ჩემპიონის 24 წლის ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზება უარყო“, – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Hellas Football ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლისაბონის „ბენფიკა“ მზადაა, ფრანგულ კლუბს 8 მილიონი გადაუხადოს, მაგრამ ეს წინადადებაც უარყოფილი იყო, ისევე როგორც „მონაკოს“, „ლილის“, „ბეშიქთაშის“, „ტრაბზონსპორისა“ და „ევერტონის“ შეთავაზებები.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა კარში დაბრუნდა: როგორ გაუტანეს გოლი – ლივერპული გავიდა

7 ნომერი გულიაშვილს: ქართველი ახალწვეული ოფიციალურად წარადგინეს – გულშემატკივრები ფანტასტიურები არიან