in

The Best – ფიფამ წლის საუკეთესოებს ჯილდოები დაურიგა და კითხვები გააჩინა: ყველა გამარჯვებული

ფიფამ ციურიხში ონლაინ დაჯილდოება გამართა, წლის საუკეთესოები გამოავლინა და თავისი The Best პრიზები ჩამოარიგა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელად პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს. სხვა ნომინაციებში კი აი ამათმა გაიმარჯვეს.

ლევანდოვსკი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

ვინ ვის მისცა ხმა: მესის და რონალდოს ერთმანეთი არ აინტერესებთ – როგორია სანიოლისა და კანკავას არჩევანი

საუკეთესო მწვრთნელი – ტომას ტუხელი („ჩელსი“, გერმანია)

რადგან „ჩელსი“ დაასახელეს წლის გუნდად, ალბათ ამას უნდა უკავშირდებოდეს ეს არჩევანი, თორემ ტუხელის მეტოქე ევროპის ჩემპიონი რობერტო მანჩინი იყო. როგორც ჩანს, ნაკრების ტიტულებს დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ. საინტერესოა, რომ წინა ორი წლის გამარჯვებული იურგენ კლოპი იყი და ახლა ტუხელმა გერმანელების ჰეგემონია განაგრძო.

საუკეთესო მეკარე – ედუარ მენდი („ჩელსი“, სენეგალი)

მენდი „ჩელსის“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და გუნდს გვარიანად დაეხმარა, მაგრამ დონარუმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის ფეხბურთელიც გახდა? ჯიჯის ალბათ ისიც ეყოფა, „ოქროს ბურთი“ მას რომ მისცეს.

საუკეთსო ქალი ფეხბურთელი – ალექსია პუტელიასი („ბარსელონა“, ესპანეთი)

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფიფა „ოქროს ბურთს“ დაეთანხმა და პუტელიასმა ორივე გამოკითხვა მოიგო.

წლის გუნდი

ჯანლუიჯი დონარუმა – რუბენ დიაში, ლეონარდო ბონუჩი, დავიდ ალაბა – ნგოლო კანტე, ჟორჟინიო, კევინ დე ბრუინი – ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰაალანდი, კრიშტიანო რონალდო.

აი კიდევ ერთი კითხვა: თუ მენდია წლის საუკეთესო მეკარე, აქ დონარუმა რატომ დგას? ან სალაჰი სად არის, რომელიც სამ საუკეთესოში იყო ნომინირებული? ისე, ბენზემას აგენტმაც თქვა, ქარიმის სიმბოლურში არყოფნა ფეხბურთის შეურაცხყოფა არისო.
ან თუნდაც ის, რომ სიმბოლურ ნაკრებს 3-4-4 სისტემით ვინ ადგენს, 4 თავდამსხმელი?

საუკეთესო ქალი მწვრთნელი – ემა ჰეისი („ჩელსი“, ინგლისი)

საუკეთესო ქალი მეკარე – კრისტიან ენდლერი („ლიონი“, ჩილე)

პუშკაშის პრიზი საუკეთესო გოლისთვის – ერიკ ლამელა („ტოტენჰემი“/“სევილია“, არგენტინა).
„ტოტენჰემში“ მოთამაშე ლამელამ მარტში „არსენალს“ იშვიათი გოლი გაუტანა.

ფიფას ფეარ-ლეის პრიზი – დანიის ნაკრები და მედიკოსები, რომლებმაც ევრო 2020-ზე კრისტიან ერიქსენი გადაარჩინეს.

წლის გულშემატკივრები – დანიისა და ფინეთის ნაკრების ქომაგები

განსაკუთრებული პრიზი – კრიშტიანო რონალდო

რონალდო სცენაზე გამოჩნდა. მან ჯილდო ნაკრებში გატანილი გოლების რეკორდის გამო მიიღო: 2021 წელს კრიშტიანო მსოფლიო რეკორდსმენი გახდა – 115 გოლი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევანდოვსკი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

ბითაძის სუპერმატჩი და კარიერის რეკორდი