in

ფოტო: დუბაიში საუკეთესოები დაასახელეს – ხვიჩა თავდამსხმელებს შორის იყო

დუბაიში Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელე წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
დემბელემ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და კიდევ ხუთი ტროფეი მოიგო და 2025 წელს „ოქროს ბურთი“ და ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.
მისი კონკურენტები იყვნენ: ვიტინია (პსჟ), კილიან მბაპე (რეალი), რაფინია და ლამინ იამალი (ორივე ბარსელონა).

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

საუკეთესო ფეხბურთელი: უსმან დემბელე (პსჟ)
საუკეთესო ნახევარმცველი: ვიტინია (პსჟ)
საუკეთესო თავდამსხმელი: ლამინ იამალი (ბარსელონა).
ნომინანტებს შორის უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია (ორივე პსჟ), კილიან მბაპე (რეალი) და რაფინია (ბარსელონა) იყვნენ.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეზირე დუე (პსჟ)
საუკეთესო ფეხბურთელი ახლო აღმოსავლეთში: რონალდო (ალ ნასრი)
საუკეთესო გუნდი: პსჟ
საუკეთესო მწვრთნელი: ლუის ენრიკე (პსჟ)
საუკეთესო ნაკრები: პორტუგალია
საუკეთესო პრეზიდენტი: ნასერ ალ-ხელაიფი (პსჟ)
საუკეთესო სპორტული დირექტორი: ლუიშ კამპუში (პსჟ)
საუკეთესო აგენტი: ჟორჟე მენდეში
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: აიტანა ბონმატი (ბარსელონა)
საუკეთესო ქალთა გუნდი: ბარსელონა

კრიშტიანო რონალდო ახლო აღმოსავლეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა:
„წელიწადის განსაკუთრებული ნოტით დასრულება სასიამოვნოა. მე იგივე ვნებით, თავდადებითა და წარმატების წყურვილით ვაგრძელებ წინსვლას“, – აღნიშნა რონალდომ.

პორტუგალიელმა ვარკსვლავმა Globe Soccer Awards-ზე პრიზიგადასცა ნოვაკ ჯოკოვიჩს. „დიდი სლემის“ 24-გზის გამარჯვებულს გამორჩეული სპორტსმენის ჯილდო გადაეცა.

უპრიზოდ არ დაუტოვებიათ პოლ პოგბა. მან წლის დაბრუნების ჯილდო მიიღო, რომელიც მას ხაბიბმა გადასცა. „მონაკოს“ ნახევარმცველმა თქვა: „რონალდო, შენ ყველა ფეხბურთელისთვის შთაგონების წყარო ხარ“.

უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ დიეგო ჟოტაც, მას სპეციალური ხსოვნის ჯილდო მისცეს.

ლამინ იამალმა კი თავისი ჯილდოებით ფოტოები გამოაქვეყნა, მეჩეთის მახლობლად და უდაბნოში, დუბაიში მოგზაურობის შემდეგ.
ახალგაზრდა ვარსკვლავმა დიეგო მარადონას ჯილდოც მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სფფ-ს დაჯილდოება: საუკეთესო ხვიჩაა

წლის გუნდში 5 პსჟ-ელია