in

ქეცბაიამ ანორთოსისში ვითარება შეცვალა

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ მე-14 ტურში გასვლაზე კონკურენტ არადიპუს „ომონიასთან“ 0:1 დამარცხდა და კვიპროსის სუპერლიგაში გამართული 14 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ამის მიუხედავად, გამოცემა Goal.com.cy თვლის, რომ თემურ ქეცბაიამ უფულოდ დარჩენილ „ანორთოსისში“ ვითარება სასიკეთოდ შეცვალა.

„მთელს ჩემპიონატში ორი გამარჯვება „ანორთოსისისთვის“ ძალიან ცოტაა. ფამაგუსტას გუნდზე უარესი შედეგი მხოლოდ ბოლოადგილოსან „პარალიმნის“ აქვს. სწორედ ამიტომ, 7-მატჩიანი წაუგებელი სერიის მიუხედავად, „ანორთოსისი“ კვლავ გასავარდნთა ზონაშია.

მაგრამ ლიმასოლში „აპოლონთან“ ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ, თემურ ქეცბაიას გუნდმა ნათლად აჩვენა, მომავალ მატჩებში მისგან რას უნდა ველოდოთ. „ანორთოსისმა“ გააუმჯობესა თამაში, უფრო თავდაჯერებული გახდა და თვითშეფასების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.

შემდეგი ორი მატჩი ფამაგუსტელების გამოცდა იქნება. ისინი ან დაადასტურებენ დივიზიონში გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდებთან თავიანთ უპირატესობას, ან კვლავ აუტსაიდერებად დარჩებიან“, – წერს Goal.com.cy.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იამალმა მესის აჯობა გაყიდული მაისურებით: გაირკვა როგორ ხიბლავს ლამინი ქალებს

ზურიკო კიდევ ერთ ევროპულ გუნდს სურს