in

95-ე ტროფეი და 1 ბარსამდე: რეალმა სუპერთასი მოიგო

„რეალმა“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს „ატლეტიკი“ 2:0 დაამარცხა მოდრიჩისა და ბენზემას გოლებით.
ბლანკოსმა თავიდანვე ჩაიგდო ხელთ უპირატესობა და მთელი პირველი ტაიმი მეტოქეზე ზეწოლას ახდენდა. ბოლო 15 წუთი მადრიდელებმა ბურთი ბასკებს მისცეს და კონტრშეტევაზე გამოიჭირეს. როდრიგო მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და მოდრიჩს კომფორტულად დაარტყმევინა.

მეორე ტაიმიც მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა, მათ უკვე 52-ე წუთზე გაიმყარეს უპირატესობა. ბენზემამ პენალტი გაიტანა. ამის შემდეგ „ატლეტიკი“ წინ წავიდა, მაგრამ განსაკუთრებული ხიფათი არ შეუქმნია. ერთდერთი, მატჩის მიწურულს პენალტი მოიპოვეს. მსაჯმა VAR-ის შემდეგ 11-მეტრიანი მილიტაოს ხელით თამაშისთვის დადო (გააძევეს კიდეც), მაგრამ კურტუამ რაულ გარსიას დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.

რეალმა ბარსას ისევ მოუგო, ოღონდ კომპლექსები მოუხსნა

„რეალმა“ 95-ე ტროფეი მოიგო ისტორიაში, „ბარსელონას“ 96 ჯილდო აქვს.

„რეალმა“ მე-12-ედ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, „ბარსელონას“ 13 გამარჯვება აქვს.

„რეალმა“ მოიგო ყველა ტურნირზე ბოლო 13-დან 12 ფინალი.

მოდრიჩი გახდა სუპერთასის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი.

მოდრიჩმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ლუკა მოდრიჩი: „მიხარია ჩემი მე-18 ტროფეი „რეალში“. ჩემი გზა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში წარმოუდგენელია“.

ანჩელოტიმ 21-ე ტროფეი მოიგო კარიერაში და მე-5 „რეალში“.

მარსელომ 23-ე ტროფეი მოიგო „რეალში“ და კლუბის რეკორდი გაიმეორა.

კურტუამ ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია. აქამდე ამდენივე სეივი 19 დარტყმისას ჰქონდა.

ბენზემამ ამ სეზონის 27 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

კარლო ანჩელოტი: „რეალი“ ყველა ტროფეისთვის იბრძოლებს. ძალიან კარგი გუნდია“.

„ბარსელონამ“ „რეალს“ სუპერთასის მოგება მიულოცა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევანდოვსკი The Best-სთვის მოემზადა, დორტმუნდი ისევ მისდევს – XIX ტური

შერმადინის მორიგი აღიარება ესპანეთში