in

ზურიკო დუბლი შეასრულა: ორი ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ სენტ ეტიენმა მაინც ვერ მოიგო

ზურიკო დავითაშვილმა კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა მისმა „სენტ ეტიენმა“ მაინც ვერ მოიგო და აუტსაიდერ „ბასტიასთან“ მხოლოდ ქულა აიღო – 2:2.

ლიგა 2-ის მე-17 ტურის საშინაო შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, 24-ე და 81-ე წუთებზე.
პირველ გოლზე ბურთი პენალტის ნიშნულთან მიიღო, ოდნავ მარჯვნივ წაიღო, გაისწორა და ძლიერი დარტყმით გაიტანა.
მეორედ კი, საჯარიმოში ეფექტურად მიიღო ბურთი, ცოტა ბერგკამპის სტილში, ბრუნში და აუღებლად დაარტყა.

ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Sofascore – 8.5 (ორივე გუნდში საუკეთესო), Flashscore – 7.8.

ქართველის ანგარიშზე ჩემპიონატის 15 შეხვედრაში 8 გოლი და 1 საგოლე პასია.

სენტ ეტიენი – ბასტია 2:2
გოლები: 0:1 საბასი (19), 1:1 დავითაშვილი (24), 1:2 ტომი (34), 2:2 დავითაშვილი (81)
გამოუყენებელი პენალტი: ტარდიუ (87, სენტ-ეტიენი)

„სენტ ეტიენი“ 30 ქულით მე-2 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს გამართავს: თასის 1/62-ფინალში სტუმრად ლიგა 1-ის „ნიცას“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 14 ქულა და ბარსელონამ ოლიმპიაკოსი დაამარცხა

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, უოტფორდმა ბოლოს მოგება გაუშვა