„სპორტინგის“ მწვრთნელმა რუი ბორჟესმა არაერთხელ განაცხადა, რომ გიორგი ქოჩორაშვილს შესაძლებლობების წარმოსაჩენად შანსი მიეცემა, მაგრამ არ ათამაშებს და ახლა Leonino ქართველის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ზაფხულში შეძენილმა ქოჩორაშვილმა იმედები ვერ გაამართლა, ძირითად შემდგენლობაში ვერ ხვდება და კლუბი სეზონის ბოლოს შეთავაზებებს განიხილავს, იქამდე კი გიორგი შეეცდება მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს, მაგრამ დანიელ ბრაგანსას მწყობრში ჩადგომის გამო (ტრავმირებული იყო და თებერვლის შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა), შეიძლება მისი მდგომარეობა გართულდეს.
თუმცა, მეტი რაღა უნდა გართულდეს…
sportall.ge



GIPHY App Key not set. Please check settings