in

ილია თოფურია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. სიაში პირველ ადგილს UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია იკავებს.

ESPN-ის ექსპერტების შეფასებით, 28 წლის თოფურიას განვლილი გზა და მისი დომინანტური სტილი მას რეიტინგის უპირობო ლიდერად აქცევს.

თოფურიამ 17 ბრძოლა მოიგო და UFC-ს ორი დივიზიონის ქამარს დაეუფლა. ქვემსუბუქი წონის (65კგ) ტიტული მან 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო მსუბუქი წონის – 2025 წლის ივნისში.

ათეულში ასევე მოხვდნენ სხვა ორგანიზაციის მებრძოლებიც. მეორე ადგილზეა PFL-ის ვარსკვლავი დაკოტა დიტჩევა.

ESPN-ის 30 წლამდე მებრძოლთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

ილია თოფურია (28 წლის)
დაკოტა დიტჩევა (27 წლის)
ჯოშუა ვანი (24 წლის)
ჯეკ დელა მადალენა (29 წლის)
მაიკლ მორალესი (26 წლის)
იან მაჩადო გარი (28 წლის)
უსმან ნურმაგომედოვი (27 წლის)
უმარ ნურმაგომედოვი (29 წლის)
ნატალია სილვა (28 წლის)
არმან ცარუკიანი (29 წლის)

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძემ ძირითადში ითამაშა, უოტფორდი აუტსაიდერთან გადარჩა

გულიაშვილს შვედურ აიკში იწვევენ, სარაევომ უარი თქვა