in

გულიაშვილს შვედურ აიკში იწვევენ, სარაევომ უარი თქვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი შვედური „აიკის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – წერს ბოსნიური გამოცემა Faktor-ი.

წყაროს ცნობით, სტოკჰოლმურმა კლუბმა „სარაევოს“ ოფიციალური წინადადებითაც მიმართა, თუმცა ბოსნიელებმა ტრანსფერის განხორციელებაზე უარი განაცხადეს.

„გასულ ზაფხულს გულიაშვილი არაერთი კლუბის რადარზე იყო როგორც რეგიონიდან, ისე დანარჩენი ევროპიდან, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. უფრო მეტიც, „სარაევომ“ ქართველთან ახალი კონტრაქტის გაფორმება, ხელფასის გაზრდა და ხელშეკრულების 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება მოახერხა.

მიუხედავად ამისა, კლუბის საუკეთესო მოთამაშის შესაძლო წასვლას ყოველ სატრანსფერო „ფანჯარაზე“ ელიან. დაინტერესებულ გუნდებზე სპეკულაციები უკვე დაიწყო – მაგალითად, გულიაშვილის თაობაზე შეთავაზება შვედურმა „აიკმა“ გააგზავნა, თუმცა „სარაევომ“ სტოკჰოლმური კლუბი უარით გაისტუმრა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „აიკი“ მიზნის მიღწევას კიდევ ერთხელ შეეცდება. შვედებმა იციან, რომ გულიაშვილით კიდევ არაერთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის, ზაგრების „დინამო“. ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრამდე“ ერთი თვეა დარჩენილი და უახლოეს პერიოდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კიდევ ბევრ შეთავაზებას მიიღებს. „სარაევომ“ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – გაყიდოს თუ არა კაპიტანი“, – წერს გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილია თოფურია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს

მესი MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელია: კიდევ რა რეკორდი დაამყარა