UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ჩემპიონი პიოტრ იანი აცხადებს, რომ მზად არის, მერაბ დვალიშვილს კარიერაში მესამედ შეხვდეს.
იანმა დვალიშვილი UFC 323-ზე დაამარცხა და ორგანიზაციის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. მებრძოლების პირველი შეხვედრა 2023 წლის მარტში შედგა და ის ბრძოლა ქართველმა მოიგო.
„ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილი ნამდვილად იმსახურებს ნებისმიერთან რემატჩს. თუ UFC-ის ჩვენი მესამე ბრძოლა სურს, მე მზად ვარ“, – თქვა იანმა.
მანამდე, დვალიშვილმაც აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ მას იანთან მორიგი შეხვედრა შესთავაზა მაშინ, როცა მზად იქნება.
34 წლის ქართველი UFC-ს საჩემპიონო ქამარს 2024 წლის სექტემბრის შემდეგ ფლობდა, 2025 წელს მან ტიტული სამჯერ დაიცვა.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings