საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” ეროვნული ჩემპიონატის განვითარებაზე ისაუბრა.
“საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაზაფხულზე ხდება ნათელი, როცა ქართული კლუბები ევროტურნირებზე გამოდიან. სიმართლე გითხრათ, ამჟამინდელი მდგომარეობით ბედნიერი არ ვარ.
შიდა ტრანსფერები კარგია, მაგრამ მაღალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანის გარეშე, არაფერი გამოვა. ადგილობრივი ფეხბურთელებიც კარგი მოთამაშეები არიან, თუმცა ლეგიონერების გარეშე ევროტურნირებზე გასვლა რთულია.
ვსაუბრობთ დონის გაზრდაზე. გუნდების შიდა ფინანსები არ ვიცი, მაგრამ თუ კარგი ლეგიონერები არ გვეყოლება, შესაბამისად, ჩემპიონატის დონეც ვერ გაიზრდება”, – თქვა ლევან კობიაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings