in

მიქაუტაძემ თავზე გადაუგდო: ვილიარეალმა ქართველის ლამაზი გოლით მოიგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ შინ „ხეტაფეს“ მოუგო – 2:0.

მეორე გოლი ქართველმა ფორვარდმა გაიტანა, მოხდენილად.

ჩვენიანი ძირითადში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

64-ე წუთზე ჟორჟმა ულამაზესი გოლი გაიტანა. მეკარემ ბურთი შორს დაარტყა, მიქაუტაძისკენ, ბურთი მცველს თავზე შეეხო და გიორგისთან აღმოჩნდა, მიქაუტაძემ კი ძალიან ოსტატურად და კოხტად ბურთი თავზე გადაუგდო წინ გამოსულ მეკარეს.

შეფასებები: Whoscored – 7.6, sofascore – 7.5, flashscore – 7.3.

ლა ლიგის 10 შეხვედრაში მიქაუტაძის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია, ყველა ტურნირზე 16 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

ვილიარეალი – ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ბიუკენენი (45+5), 2:0 მიქაუტაძე (64)
გაძევება: მილა (49, ხეტაფე)

„ვილიარეალმა“ ჩემპიონატში ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 35 ქულით მე-3 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას, 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე შინ „კოპენჰაგენთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ლამაზი გოლი და მაგარი მატჩი: კვარამ დუბლი შეასრულა და უმაღლესი შეფასებები მიიღო

ჩაკვეტაძე ძირითადში იყო და შეცვალეს… ტრავმის გამო