in

ხვიჩას ლამაზი გოლი და მაგარი მატჩი: კვარამ დუბლი შეასრულა და უმაღლესი შეფასებები მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში დუბლი პირველად შეასრულა, პსჟ-მა კი შინ „რენს“ გადაუარა – 5:0.

მე-15 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე გავიდა, მანამდე კი ორი გოლის გატანა და არაერთი ხიფათის შექმნა მოასწრო.

28-ე წუთზე ანგარიში ხვიჩამ გახსნა, როდესაც კუთხურიდან გათამაშებული ბურთი დაახლოებით პენალტის ნიშნულთან მიიღო და უძლიერესი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია.
მეორე გოლი კი ძალიან ლამაზი და საკუთარ სტილში გამოუვიდა: 67-ე წუთზე ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმომდე ჩავიდა, იქ ჯერ ერთი მცველი მოატყუა, მერე მეორე, ვერც მესამემ შეუშალა ხელი და ცენტრისკენ შეწეულმა ძლიერად დაარტყა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში: მაგარი გამოვიდა.

ისედაც კვარაცხელია თავიდანვე აქტიური იყო, ორჯერ გაექცა თავის მეურვე ბუდალს, განივი გადაცემები გააკეთა, მაგრამ პარტნიორები ვერ გამოეხმაურენ.
მეორე ტაიმში ქართველს სამბამ არ გაატანინა, მერე ტრავმას გადაურჩა, როდესაც საჯარიმოში შეიჭრა და დარტყმის მომენტში კოჭში ჩაარტყეს.

შეფასებები შესაშურია: Whoscored – 9.5 Sofascore – 9.7 Flashscore – 9.3

კვარაცხელიას ანგარიშზე ჩემპიონატის 13 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასია, სულ კი 18 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

პსჟ – რენი 5:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (28), 2:0 მეილიუ (39), 3:0 კვარაცხელია (67), 4:0 მბაიე (88), 5:0 რამუში (90+1)
გაძევება: ჟაკე (74, რენი)

პსჟ 33 ქულით მე-2 ადგილზეა, „ლანსს“ 1 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ბილბაოში „ატლეტიკთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რევანში მინდა: დვალიშვილმა წააგო და ქამარი დათმო

მიქაუტაძემ თავზე გადაუგდო: ვილიარეალმა ქართველის ლამაზი გოლით მოიგო