მერაბ დვალიშვილი UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და ქამარი დათმო.
ქართველი აქტიურობდა და მეტოქეს ძირითადად სახეში ურტყამდა, მაგრამ საფირმო “თეიქდაუნები” არ გამოუვიდა და აქეთაც არაერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო.
“ვცადე შოუს მოწყობა და ბრძოლა წავაგე. იანს უკეთესი სტრატეგია ჰქონდა. არ მინდოდა ჭიდაობა და მოსაწყენი ბრძოლა. მსურდა მებრძოლა, დღეს იანი უკეთესი იყო. ვულოცავ, მაგრამ რევანში მინდა”, – განაცხადა დვალიშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება დვალიშვილისა და იანის მესამე რემატჩი.
გამარჯვების შემთხვევაში მერაბი გახდებოდა პირველი მებრძოლი UFC-ში, რომელიც ერთ კალენდარულ წელს საჩემპიონო ქამრის დაცვას 4-ჯერ მოახერხებდა (ხოლო ოთხჯერ ამის გაკეთება აქამდე ვერავინ შეძლო).
დასრულდა დვალიშვილის ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია.

34 წლის ქართველ მებრძოლს შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 26 შეხვედრაში 21 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
დვალიშვილმა ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. იანვარში უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში ისევ ო’მალის აჯობა, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა.



GIPHY App Key not set. Please check settings