in

წილისყრის წითელი ხალიჩა: ტრამპის მშვიდობა და ცეკვა, ამპარტავნული სელფი და სელებრითები – ბევრი ფოტო

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარებულია. მართალია ყველა მონაწილე ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ბევრი რამ ცხადია. ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა და მას მასპინძელი ქვეყნების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.
მთავარს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წილისყრის დაწყებამდე ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ფიფას მშვიდობის ჯილდო გადასცა. ის აღნიშნული პრემიის პირველი მფლობელი გახდა. ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით კრიტიკაც მოჰყვა, მაგრამ ტრამპი ისე დაეძებდა მშვიდობის პრემიას, აგერ ფეხბურთში მაინც დაუფასეს. მან ეს ტრიბუნაც გამოიყენა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უამრავი ომი დაასრულა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ჯერ არ დაწყებულა.

ფიფას პრეზიდენტმა ტრამპს მედალიც გადასცა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინვე თავად ჩამოიკონწიალა.

საკუთარი საქმის მიმართ საქებარი სიტყვები არც ჯანი ინფანტინოს დავიწყნია და აღნიშნა, რომ დამდეგი მუნდიალი ყველაზე მაგარი მოვლენა იქნება კაცობრიობის ისტორიაში, რომ 104 სუპერბოულს მოაწყობენ ერთ თვეში და რომ ფიფა დედამიწაზე ადამიანებს სიხარულს ჩუქნის.

დავუბრუნდეთ ტრამპს და მის დიპლომატიას:
მან ფრანგულ პრესასთან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად საფრანგეთი დაასახელა, ესპანელებთან საუბრისას კი – ესპანეთი.

როგორც ჩანს, სანუკვარი ჯილდოს მიღებით აშშ-ის პრეზიდენტი კარგ ხასიათზე იყო და ეს ცეკვითაც გამოხატა.
ცერემონია Village People-ის მიერ ტრამპის მხარდამჭერების არაოფიციალური ჰიმნის, “Y.M.C.A.”-ის შესრულებით დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს სიმღერა 2020 წლის ხელახალი არჩევნების კამპანიის დროს აქციების დასასრულებლად გამოიყენა და ასევე შეასრულა 2025 წლის ინაუგურაციაზეც.

Village People-ის წევრები ტრადიციულ კოსტიუმებში გამოდიოდნენ: პოლიციელი, ამერიკელი ინდიელი, ჯარისკაცი, ბაიკერი, მშენებელი და კოვბოი.

მსოფლიო დალაგდა: მუნდიალის წილისყრის შედეგები

ჯანი ინფანტინომ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სელფი გადაიღო: აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან და კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად. თუმცა, ბევრმა ფოტო უხერხულად და ამპარტავნობის გამოვლინებად მიიჩნია.

ცერემონიის მთავარი პირები და წამყვანები ესენი იყვნენ: ამერიკული ფეხბურთის სუპერლეგენდა ტომ ბრედი, ჰოკეის – უეინ გრეტცკი, კალათბურთის – შაკილ ო’ნილი და ბეისბოლის – აარონ ჯაჯი.

და ისინიც, მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები…

და ისინიც, ნამდვილი ფეხბურთის სახეები: კაკა და რონალდო (ნამდვილი, კიჭა), გაბრიელ ბატისტუტა, დიეგო ფორლანი, არსენ ვენგერი, რობერტო კრლოსი, ხავიერ ძანეტი, რადამელ ფალკაო (მომღერალ ცოლთან ერთად), ჩავი (მეუღლე ნურიასთან), ღიმილიანი რობერტო ბაჯო, მობერებული ბებეტო, დევიდ ტრეზეგე გაუღიმარ ცოლთან ერთად, ალესანდრო დელ პიერო “ადიდასის” ბოს ბიორნ გულდენთან ერთად, მარსელ დესაი და ხრისტო სტოიჩკოვი, მუნდიალების სუპერლეგენდა მწვრთნელი ბორა მილუტინოვიჩი, პიერლუიჯი კოლინა.

ანდრეა ბოჩელიმ ცერემონიაზე პირველი მაღალი ნოტები აიღო.

რობი უილიამსს ამჯერად შუა თითი აღარ უჩვენებია, ალბათ გვერდზე მდგომი ნიკოლ შერზინგერის მოერიდა.

სულ ბოლოს სცენაზე Village People გამოვიდა, რასაც ზემოხსენებული ტრამპის აცეკვება მოჰყვა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაზე არ ინერვიულოთ, ძალიან მაგარია: ლუის ენრიკემ ხვიჩაზე უპასუხა