in

ქოჩორაშვილი აშკარად გაიზარდა და გუნდსაც უკეთ შეეწყო: გიორგი მწვრთნელმა შეაქო

პორტუგალიის ჩემპიონატში „ბენფიკასთან“ გასვლითი მატჩის წინ „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორხესმა პრესკონფერენცია გამართა. მოახლოებული შეხვედრის გარდა, მან გუნდის სამ საყრდენ ნახევარმცველზე ისაუბრა და გიორგი ქოჩორაშვილი დადებით კონტექსტში ახსენა.

„ჟოაო სიმოესი შესანიშნავ ფორმაშია და კარგი მატჩები ჩაატარა, იმედია, ასეც გააგრძელებს. მოუმატა ჰიდემასა მორიტამაც, გიორგი ქოჩორაშვილი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა – მას გუნდთან და „სპორტინგის“ თამაშის სტილთან ადაპტაციის კუთხით აშკარა პროგრესი აქვს.

სამივე ნახევარმცველს ექნება დრო და შესაძლებლობა, რომ ეს პროგრესი აჩვენონ. მიხარია, რომ სიმოესი, მორიტა და ქოჩორაშვილი ასე იზრდებიან“, – განაცხადა „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა.

პორტუგალიის ლიგის მე-13 ტურის მთავარი დაპირისპირება „ბენფიკასა“ და „სპორტინგს“ შორის პარასკევს, თბილისის დროით 23:55 საათზეა დაგეგმილი. სატურნირო ცხრილში „სპორტინგი“ (31 ქულა) მეორეა და „ბენფიკას“ სამი ქულით ასწრებს.

P.S. პორტუგალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში “ბენფიკა” და “სპორტინგი” დაზავდნენ – 1:1.
ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო და არ უთამაშია.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგამ მოიგო, სანდრომ წააგო: 8 და 3 ქულა

ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა: დვალიშვილის პრესკონფერენცია