2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ღონისძიება ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ჩატარდა და მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო.
მის გარდა ივნენ კიდევ ორი მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელები: მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.
მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 48 ნაკრები იასპარეზებს. საგზური ჯერ 42-მა ქვეყანამ მოიპოვა, დარჩენილი ექვსისთვის ბრძოლა მარტში გაგრძელდება.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები:
A ჯგუფი
მექსიკა
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ კორეა
ევროპის პლეი ოფი D – დანია/ჩრდილოეთ მაკედონია/ჩეხეთი/ირლანდია
B ჯგუფი
კანადა
ევროპის პლეი ოფი A – იტალია/ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
კატარი
შვეიცარია
C ჯგუფი
ბრაზილია
მაროკო
ჰაიტი
შოტლანდია
D ჯგუფი
აშშ
პარაგვაი
ავსტრალია
ევროპის პლეი ოფი C1 – თურქეთი/რუმინეთი/სლოვაკეთი/კოსოვო
E ჯგუფი
გერმანია
კურასაო
კოტ დ’ივუარი
ეკვადორი
F ჯგუფი
ნიდერლანდები
იაპონია
ევროპის პლეი ოფი B – უკრაინა/შვედეთი/პოლონეთი/ალბანეთი
ტუნისი
G ჯგუფი
ბელგია
ეგვიპტე
ირანი
ახალი ზელანდია
H ჯგუფი
ესპანეთი
კაბო ვერდე
საუდის არაბეთი
ურუგვაი
I ჯგუფი
საფრანგეთი
სენეგალი
ფიფა-ს პლეი ოფი 2 – ერაყი/ბოლივია/სურინამი
ნორვეგია
J ჯგუფი
არგენტინა
ალჟირი
ავსტრია
იორდანია
K ჯგუფი
პორტუგალია
ფიფა-ს ფლეი ოფი 1 – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა/ახალი კალედონია/იამაიკა
უზბეკეთი
კოლუმბია
L ჯგუფი
ინგლისი
ხორვატია
განა
პანამა
მომდევნო ეტაპზე, 1/32-ფინალში ჯგუფიდან ორი გუნდი გავა, ასევე რვა საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი.
მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. გახსნის მატჩი 11 ივნისს მეხიკოში, „აცტეკაზეა“ და ერთმანეთს მექსიკა და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. ფინალი 19 ივლისს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე გაიმართება.



GIPHY App Key not set. Please check settings