ავსტრიის ჩემპიონატის გადადებულ მე-4 ტურის მატჩში თარ კიტეიშვილის „შტურმი“ შინ „ტიროლთან“ დამარცხდა – 1:3 და ამით გალიდერების შანსი დაკარგა.
ქართველი ნახევარმცველი თადარიგში იყო და მოედანზე საკმაოდ გვიან, 69-ე წუთზე შევიდა.
შტურმი – ტიროლი 1:3
გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (38), 1:1 ფრედრიკსენი (53), 1:2 ტაფერნერი (67), 1:3 ველსი (75)
გაძევება: აივუ (44, შტურმი)
„შტურმი“ 15 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-3 ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგს“ 1 ქულით ჩამორჩება და 7 დეკემბერს „გრაცერს“ უმასპინძლებს.
–
ესპანეთის თასის 1/32-ფინალში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარელმა“ სტუმრად ქვედა ლიგის „ანტონიანოს“ მხოლოდ პენალტების სერიაში მოუგო.
ჩვენიანი შეცვლაზე შევიდა, 67-ე წუთზე. პენალტების სერიაში ჟორჟმაც დაარტყა და გაიტანა.
ანტონიანო – ვილიარეალი 0:0 (დ.დ. 1:1, პენ 3:5)
გოლები: 0:1 პერესი (103), 1:1 გარსია (109)
„ვილიარეალი“ 6 დეკემბერს, ჩემპიონატის მე-15 ტურში „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

გერმანიის თასის 1/8-ფინალში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ საკუთარ მოედანზე „ჰოლშტაინთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
ქართველი მცველი ძირითადში იყო და ბოლოსკენ, 82-ე წუთზე გავიდა. მე-80 წუთზე მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
ჰამბურგი – ჰოლშტაინი 0:0 (დ.დ. 1:1, პენ 2:4)
გოლები: 1:0 ჯატა (107), 1:1 ჰარესი (118)
„ჰამბურგი“ მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს ჩაატარებს – ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში „ვერდერს“ უმასპინძლებს.




GIPHY App Key not set. Please check settings