in

ბეშიქთაში ზურიკოს იანვარში დაასრულებს

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 90

„ბეშიქთაში“ ზამთარში სამ მოთამაშეს დაიმატებს, მათ შორის ერთ-ერთი „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი იქნება – ინფორმაციას Haberler-ი ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, ტრანსფერის თაობაზე გუნდებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია და იანვარში დასრულდება.

„„ბეშიქთაში“ სამ ტრანსფერს გეგმავს, გუნდი ნახევარდაცვისა და თავდასხმის გაძლიერებას შეეცდება. საუბარია დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველის, სალიჰ ოზჯანის, „სენტ-ეტიენის“ გარემარბის, ზურიკო დავითაშვილისა და „პორტუს“ თავდამსხმელის, დენიზ გიულის დამატებაზე.

ზურიკო დავითაშვილმა ყურადღება საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი კარგი თამაშით მიიპყრო. 24 წლის ფეხბურთელს, რომელიც „სენტ-ეტიენში“ გამოდის, თავისი სათამაშო უნარებით შეუძლია, მარცხენა ფლანგზე გუნდის თამაში გააძლიეროს.

„ბეშიქთაშის“ წარმომადგენლები ფრანგულ კლუბთან ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და მოსალოდნელია, რომ გარიგება იანვრის დასაწყისში დასრულდება“, – ამტკიცებს თურქული გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსურს, ქამარი მომავალ წელსაც ოთხჯერ დავიცვა: მერაბ დვალიშვილმა დაადასტურა, რომ უძლიერესი მებრძოლია

მიქაუტაძე პენალტებით გავიდა, გოჩოლეიშვილი პენალტებით გავარდა: კიტემ ლიდერობა დაკარგა – ლეგიონერები